ხვალინდელ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ბაიერნის მომავალი სტრატეგია და საკადრო საკითხები განიხილება. დღის წესრიგშია მაქს ებერლის, კრისტოფ ფროინდისა და აღმასრულებელი დირექტორის, იან-კრისტიან დრიზენის მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ დრიზენის პოსტზე დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია, ებერლისა და ფროინდის ბედი კვლავ ბუნდოვანია — საბოლოო ვერდიქტი აგვისტოში გახდება ცნობილი.
გარდა საკადრო საკითხებისა, საბჭო ზაფხულის სატრანსფერო ბიუჯეტსაც დაამტკიცებს. ებერლი და ფროინდი ხვალ გაიგებენ ზუსტ თანხას, რომლის დახარჯვაც ახალ ფეხბურთელებზე შეეძლებათ. კლუბში მიიჩნევენ, რომ გუნდს გაძლიერება განსაკუთრებით მარჯვენა მცველისა და თავდასხმის პოზიციებზე სჭირდება.