მიუნხენის ბაიერნი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გრანდიოზულ გეგმებს სახავს. გერმანული გრანდის ინტერესის სფეროში მადრიდის რეალის ვალვერდე მოექცა. მიუნხენელები მზად არიან, ურუგვაელი ვარსკვლავის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადონ, რათა ნახევარდაცვის ხაზს მეტი დინამიკა და ენერგია შემატონ.
ვალვერდე თავისი მრავალმხრივი თამაშითა და გამძლეობით ბაიერნის ხელმძღვანელობისთვის იდეალური კანდიდატია. მიუხედავად იმისა, რომ რეალი დათმობას არ აპირებს, ბაიერნი მზადაა მოლაპარაკებებში ბოლომდე შევიდეს. ეს ტრანსფერი ევროპული ფეხბურთის ზაფხულის მთავარი მოვლენა შეიძლება გახდეს.