მიუნხენის ბაიერნსა და მანუელ ნოიერს შორის სრული შეთანხმება მიღწეულია. ლეგენდარული მეკარე კლუბთან ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ ნოიერი კლუბის ფინანსურ მდგომარეობას გაგებით მოეკიდა და ხელფასის შემცირებაზეც თანხმობა განაცხადა.
ამ დროისთვის მხარეები მხოლოდ ოფიციალური გამოცხადების თარიღზე მსჯელობენ. დიდი ალბათობით, ეს მიმდინარე კვირაშივე მოხდება. კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცედურა შაბათს, კიოლნის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე დასრულდეს.
ეს სიახლე გულშემატკივრებისთვის დიდი სტიმულია, რადგან გუნდის კაპიტანი და სიმბოლო მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით რჩება ალიანც არენაზე.