პირადი პირობები შეთანხმებულია - რატომ ვერ აფორმებს ბაიერნი ენტონი გორდონს?

პირადი პირობები შეთანხმებულია - რატომ ვერ აფორმებს ბაიერნი ენტონი გორდონს?

ენტონი გორდონი მიუნხენის ბაიერნში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ინგლისელმა შემტევმა კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, თუმცა მთავარი წინააღმდეგობა ნიუკასლთან მოლაპარაკებებია. ინგლისური კლუბი თავისი ლიდერის სანაცვლოდ მინიმუმ 75 მილიონ ფუნტს (€87 მლნ) ითხოვს და იმედოვნებს, რომ დიდი ინტერესის ფონზე ამ თანხას მიიღებს.

თავის მხრივ, ბაიერნი ამ ეტაპზე მხოლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, რაც კლუბებს შორის სერიოზულ ფინანსურ სხვაობას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ გორდონი მიუნხენში გადასვლის მომხრეა, ნიუკასლი პოზიციების დათმობას არ აპირებს, რადგან ფეხბურთელი გუნდისთვის საკვანძო ფიგურაა. 25 წლის ვინგერმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გატანა მოახერხა, რაც მის ფასს კიდევ უფრო ზრდის.


13-05-2026, 20:59
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2