მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ, საკუთარი თამაშის ხარისხი შეაფასა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გარკვეული ჩავარდნებისა, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის ნორმალურია, ის კმაყოფილია იმ პროგრესით, რომელსაც ბოლო თვეებში მიაღწია.
„რთულია იმის თქმა, ზუსტად რა დონეზე ვარ ახლა. ვფიქრობ, მქონდა კარგი პერიოდებიც და შედარებით სუსტიც, რაც სრულიად ბუნებრივია. მთავარი იყო რიტმში დაბრუნება. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიე, თუმცა ვიცი, რომ ჯერ კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი.
არის კომპონენტები, რაც გასულ სეზონთან შედარებით მაკლია, მაგრამ თუ გადავხედავ სად ველოდი საკუთარ თავს რამდენიმე თვის წინ და სად ვარ ახლა, ძალიან კმაყოფილი ვარ.” - განაცხადა მუსიალამ.