მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, კომენტარი გააკეთა მანუელ ნოიერის გერმანიის ნაკრებში შესაძლო დაბრუნების შესახებ. ბელგიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ნაკრების ფორმირება მხოლოდ მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა და კლუბის მხრიდან ზეწოლა ზედმეტია.
„ყოველთვის ვფიქრობ ეროვნული ნაკრების მწვრთნელზე. იულიან ნაგელსმანი მუნდიალისთვის შემადგენლობის შერჩევისას ისედაც უდიდესი წნეხის ქვეშაა. ახლა კი ბაიერნის მწვრთნელსაც უნდა, რომ თავისი სიტყვა თქვას? მინდა, მას მშვიდად მუშაობის საშუალება მივცე. არ მსურს იმ ქვეყნების განაცხადში ჩავერიო, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიან. მე ჩემს ფეხბურთელებს ვაფასებ.” - განაცხადა კომპანიმ.