მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ, ვენსან კომპანის მუშაობის სტილზე ისაუბრა. ახალგაზრდა შემტევისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მწვრთნელთან ღია და პირდაპირი კომუნიკაცია აღმოჩნდა. მუსიალას თქმით, კომპანის, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, იდეალურად ესმის მოთამაშეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
„ის ფანტასტიკური მწვრთნელია და ასევე ფანტასტიკური პიროვნება. მასთან ბევრს ვსაუბრობ. მასაც ჰქონია ტრავმები და ბევრი რამ აქვს გამოვლილი, ამიტომ თავად გრძნობს და იცის, როგორ ფიქრობ ასეთ სიტუაციებში. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც მასთან ასე ღიად საუბარი შემიძლია. ეს ურთიერთგაგება მართლაც ძალიან მეხმარება.” - განაცხადა მუსიალამ.