მიუნხენის ბაიერნის თავკაცი, ვენსან კომპანი, სეზონის საბოლოო შეფასებისთვის გერმანიის თასის ფინალს ელოდება. მისი თქმით, სწორედ ეს შეხვედრა იქონიებს გადამწყვეტ გავლენას იმაზე, თუ როგორ ჩაიწერება მიმდინარე წელი კლუბის ისტორიაში.
მწვრთნელმა განსაკუთრებით გამოყო გუნდის ახალწვეულები - ლუის დიასი და ლენარტ კარლი. კომპანის აზრით, მათ გუნდს ის დამატებითი ძალა შესძინეს, რაც აქამდე აკლდათ.
„ბევრი თამაში მოვიგეთ, დიდი ემოციები გამოვიარეთ და ბევრი ფეხბურთელი განვითარდა. თამასა ძალიან, ძალიან მაღლაა აწეული - ჩვენი მიზანი კი მომავალ წელს კიდევ უფრო წინ სვლაა.” - განაცხადა კომპანიმ.