მიუნხენის ბაიერნმა დაადასტურა, რომ მანუელ ნოიერს მარცხენა წვივის კუნთზე პრობლემები აქვს და უახლოეს დღეებში დატვირთვას დააკლებს. კლუბის სამედიცინო შტაბის ცნობით, კაპიტნის მონაწილეობა შაბათს, შტუტგარტის წინააღმდეგ გასამართ გერმანიის თასის ფინალში, ამ ეტაპზე საფრთხის ქვეშ არ დგას, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია.
თავად ნოიერმა BR24sport-თან საუბრისას სიტუაცია დაამშვიდა: „მარცხენა მხარეს რაღაც ვიგრძენი, წვივზე მცირე პრობლემა მქონდა. უბრალოდ არ მინდოდა ზედმეტი რისკზე წასვლა“. როგორც ჩანს, ნოიერმა მოედანი პრევენციის მიზნით დატოვა, რათა სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი და მუნდიალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაეყენებინა.