წავა თუ დარჩება? - ბაიერნის პრეზიდენტის განცხადება ოლისეს ტრანსფერზე

წავა თუ დარჩება? - ბაიერნის პრეზიდენტის განცხადება ოლისეს ტრანსფერზე

მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, მაიკლ ოლისეს გარშემო ატეხილ სატრანსფერო ჭორებს წერტილი დაუსვა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული გრანდები (განსაკუთრებით კი ლივერპული) ფრანგი შემტევის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, მიუნხენში მისი გაყიდვა აზრადაც არავის მოსდის.

„ჩვენ აბსოლუტურად გვინდა მისი შენარჩუნება. მას კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს. მაიკლმა ბრწყინვალე პროგრესს მიაღწია, რადგან მიეცა შანსი, თავი დაემტკიცებინა ტოპ საერთაშორისო გუნდში. ჩვენ გვყავს თავდასხმის ხაზი, რომელსაც შეუძლია მსოფლიო დონეზე ნებისმიერს კონკურენცია გაუწიოს. ბევრი კლუბი არ არის ასეთი ძლიერი შეტევით და ეს მაიკლსაც ეხმარება.

გარდა ამისა, მას აქვს შანსი, ყოველ წელს ჩვენთან ერთად ყველა ტიტული მოიგოს. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც მან სხვაგან უნდა გაიხედოს.” - განაცხადა ჰაინერმა.


20-05-2026, 19:04
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2