პრობლემა ნაკრებისთვის - რატომ დაკარგა ბიშოფმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური?

პრობლემა ნაკრებისთვის - რატომ დაკარგა ბიშოფმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური?

იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობიდან ტომ ბიშოფის გაშვების მიზეზებზეც ისაუბრა. ბაიერნის ახალგაზრდა ტალანტი, რომელიც მიუნხენში დიდ იმედებს აჩენს, მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა ბოლო წამს დარჩა, რამაც თავად ფეხბურთელის დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.


„მას ხშირად უწევდა ბაიერნში სულ სხვა პოზიციაზე თამაში, ვიდრე ჩვენ აქ გვჭირდება. მას პირადად ვუთხარი, რომ მიზანთან ძალიან ახლოს იყო. მის სახელს ბოლო მომენტამდე განვიხილავდით. ვფიქრობ, მან შესაძლო სათამაშო დროის მხოლოდ 30% მიიღო, მაგრამ მომავალში ნამდვილად ბევრს ითამაშებს.


ის გერმანიის ნაკრებში დიდ ტურნირებზე აუცილებლად იასპარეზებს. მას უმაღლეს შეფასებას ვაძლევ. რა თქმა უნდა, ის მოწყენილი და იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ამას კარგად შეხვდა. მას დიდი მომავალი აქვს." - აღნიშნა ნაგელსმანმა.


21-05-2026, 20:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2