ვრცელდება ინფორმაცია, რომ 32 წლის რაფაელ გერეირო შაბათს, შტუტგარტის წინააღმდეგ გასამართი გერმანიის თასის ფინალის შემდეგ, პროფესიონალური კარიერის დასრულებას გეგმავს.
ამის მთავარი მიზეზი დაუსრულებელი ტრავმებია. გერეიროს მთელი კარიერის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები თან სდევდა, რამაც მასზე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად უმძიმესი გავლენა მოახდინა. ფეხბურთელი გრძნობს, რომ მისი სხეული უმაღლეს დონეზე დატვირთვებს ვეღარ უძლებს.
ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ამ დრომდე არ არსებობს არანაირი ჭორი ან ინტერესი სხვა კლუბების მხრიდან - პორტუგალიელი ახალ გუნდს საერთოდ არ ეძებს. თუ ბაიერნი თასს მოიგებს, გერეიროს შანსი აქვს, საფეხბურთო კარიერას წერტილი ოქროს ნოტაზე, მორიგი ტიტულით დაუსვას.