მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის პოლიტიკა საჯაროდ განმარტა. მიუხედავად იმისა, რომ პრესაში უამრავი ვარსკვლავის (მათ შორის გვარდიოლის) შესაძლო ტრანსფერზე იწერება, ებერლი აცხადებს, რომ გუნდში დიდი რევოლუცია არ მოხდება.
„ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს და მოვახდენთ შემადგენლობის რესტრუქტურიზაციას, თუმცა რადიკალურები არ ვიქნებით. ჩვენ უკვე გავაფორმეთ რამდენიმე კონტრაქტის გახანგრძლივება. ჩვენი შემადგენლობა იმდენად კარგად არის დაბალანსებული, რომ ბევრ ცვლილებას არ განვახორციელებთ, გარდა, შესაძლოა, ერთი ან ორი პოზიციისა.” - განაცხადა ებერლმა.