ხამეს როდრიგესის Netflix-ის დოკუმენტური ფილმიდან უცნობი და ძალიან ხმაურიანი დეტალები ხდება ცნობილი. კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ღიად გაიხსენა, თუ როგორ გადაწყდა მისი ტრანსფერი მიუნხენის ბაიერნში და როგორ რეაგირებდა კარლო ანჩელოტი მის იდეაზე, კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გაეგრძელებინა.
მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლას ვაპირებდი, როცა ხორხემ (მენდეშმა) მითხრა: “ბაიერნში წასვლა გინდა?“ მე ვუპასუხე: „იქ სად უნდა ვითამაშო? რობენი და რიბერი არიან...“ მან კი მითხრა: „კარლომ პირადად შენი ტრანსფერი მოითხოვა“.
ამის შემდეგ კარლომ თავად დამირეკა. ვუთხარი: „მგონი, მანჩესტერში მივდივარ-მეთქი“. მან კი მიპასუხა: „რა მანჩესტერი? მანჩესტერი მკვდარია. აქ უნდა წამოხვიდე, ჩემთან ერთად“. ვფიქრობ, ბაიერნში წასვლა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო“ - იხსენებს ხამეს როდრიგესი.