გერმანიის თასის ფინალში ანგარიში გახსნილია. მატჩის 55-ე წუთზე, მიუნხენის ბაიერნის ფანტასტიკურმა დუეტმა მორიგი საოცრება შემოგვთავაზა. მაიკლ ოლისეს ზუსტი გადაცემის შემდეგ, ჰარი კეინმა საფირმო, უძლიერესი თავური დარტყმით შტუტგარტის მეკარეს შანსი არ დაუტოვა — 1:0! კომპანის გუნდი ოქროს დუბლთან და სეზონის მეორე ტიტულთან ძალიან ახლოსაა.