მესის ფაქტორი გერმანიის ნაკრებში - კარლის ემოციური განცხადება

მესის ფაქტორი გერმანიის ნაკრებში - კარლის ემოციური განცხადება

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის 18 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა, ლენარტ კარლმა ჟურნალისტებთან საუბრისას უცნობი და ძალიან საინტერესო დეტალი გაამჟღავნა, რამაც საფეხბურთო სამყაროში უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია.

ახალგაზრდა ტალანტის განცხადებით, მას მარცხენა წვივის დამცავზე ლეო მესის გამოსახულება აქვს დატანილი, რომელიც მისი მთავარი კერპია იმ დღიდან, რაც ფეხბურთის თამაში დაიწყო. კარლმა აღნიშნა, რომ მესი მისი იდეალია, რადგან ისიც ცაციაა, ტანით პატარაა და ბურთით მოედანზე სასწაულებს აკეთებს, მისი გამოსახულების ტარება კი მოედანზე გასვლისას დამატებით მოტივაციას აძლევს.

18 წლის ფეხბურთელის თქმით, მესის ფაქტორი მისთვის უდიდესი სტიმულია, რათა დაუღალავად იშრომოს და მსოფლიო ფეხბურთის უმაღლეს დონეზე საკუთარი სახელი თავადაც ოქროს ასოებით ჩაწეროს.


გუშინ, 15:15
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2