მიუნხენის ბაიერნი ახალი შემტევის, ისმაელ საიბარის ტრანსფერის დასრულებასთან წარმოუდგენლად ახლოსაა. კლუბსა და პსვ-ს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და მხარეებს შორის მხოლოდ ბოლო დეტალებია შესათანხმებელი, რის შემდეგაც გარიგება ოფიციალურად დაიხურება.
მაროკოელი ფეხბურთელი, რომელსაც მიუნხენში გადმოსვლა სიგიჟემდე უნდოდა, ახალ კლუბთან გრძელვადიან, 2031 წლის ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს. საინტერესოა, რომ საიბარი ბაიერნისთვის სამედიცინო შემოწმებას პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის, სადაც კლუბი ამჟამად იმყოფება და ამის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს.