კომპანიმ პირადად დაარწმუნა - ბაიერნმა გერმანელთან შეთანხმებას მიაღწია

კომპანიმ პირადად დაარწმუნა - ბაიერნმა გერმანელთან შეთანხმებას მიაღწია

მიუნხენის ბაიერნმა სატრანსფერო ბაზარზე მორიგი ხმამაღალი ნაბიჯი გადადგა და ნათანიელ ბრაუნთან სრულ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს მიუნხენურ გრანდში გადასვლა დაუყოვნებლივ, მიმდინარე ზაფხულსვე სურს, რაშიც უდიდესი როლი ვინსენ კომპანისთან გამართულმა ძალიან პოზიტიურმა საუბარმა ითამაშა.

მხარეებს შორის გრძელვადიანი, 2031 წლამდე გათვლილი კონტრაქტის პირობები უკვე სრულად შეთანხმებულია. ბაიერნი ტრანსფერის თაობაზე ფრანკფურტის აინტრახტთან აქტიურ კომუნიკაციაზეა გადასული, თუმცა გარიგების დასრულებას ფინანსური ბარიერი აფერხებს - ფრანკფურტელთა სპორტული დირექტორი მარკუს კრუშე ბრაუნის სანაცვლოდ 60 მილიონ ევრომდე ითხოვს, რის გამოც სატრანსფერო ღირებულებაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, გარიგება შესაძლოა მაინც ჩაიშალოს.


გუშინ, 19:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2