მიუნხენის ბაიერნის ახალი სატრანსფერო გეგმების შესახებ დამატებითი და ძალიან საინტერესო დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ისმაელ საიბარი ენტონი გორდონის ალტერნატივად განიხილებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება - მაროკოელი ფეხბურთელი კლუბში ვინგერის პოზიციაზე კი არა, ცენტრალურ ზონაში სათამაშოდ არის დაგეგმილი.
ამ ტრანსფერის მთავარი მამოძრავებელი ძალა პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვინსენ კომპანია. ბელგიელმა სპეციალისტმა საიბარის კანდიდატურას უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა, სპორტულ დირექტორ მაქს ებერლს მკაცრად მოსთხოვა ამ მოთამაშის მიუნხენში მოყვანა.