სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილი საფეხბურთო მიწისძვრა მზადდება. მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, კლუბში ხელახლა არჩევის შემთხვევაში, მიუნხენის ბაიერნის ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ, 150-მილიონიანი წინადადების წარდგენას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ პერესმა მედიასთან საუბრისას საჯაროდ უარყო ეს ტრანსფერი, გამოცემა TeleFootball-ი დარწმუნებით იუწყება, რომ პრეზიდენტმა სწორედ ბაიერნის ვინგერი იგულისხმა.
მადრიდელები ჟოაუ ნევეშითაც ინტერესდებიან, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პერესისთვის პრიორიტეტი მხოლოდ ბაიერნის ლიდერია. რამდენად მოახერხებს რეალი ფეხბურთელის მიუნხენიდან წაყვანას, ჯერ კიდევ საკითხავია - გერმანელები 2029 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის მქონე მოთამაშის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებენ.