გალათასარაისა და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა, ლეროი სანემ მოახლოებული ტურნირის წინ მედიასთან გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა.
გერმანელის თქმით, ფეხბურთელებს შორის იდეალური ურთიერთობაა და მთელი გუნდი ერთი მიმართულებით მიდის. სანემ ხაზი გაუსვა, რომ მათი მთავარი მიზანი კვირას გასამართ მატჩში კარგი სტარტი და სამი ქულის მოპოვებაა, რისთვისაც მაქსიმალური კონცენტრაცია და პირველივე წუთებიდან შეტევაზე გადასვლა იქნება საჭირო.