გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს ჯამალ მუსიალასთან დაკავშირებით მკაფიო და ურყევი პოზიცია აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ტომას მიულერმა და იურგენ კლოპმა მწვრთნელს მისი სათადარიგო სკამზე დასმა ურჩიეს, ნაგელსმანი მუსიალას ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ძირითადი შემადგენლობის უპირობო წევრად განიხილავს.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებულ ყველა ვარჯიშზე ახალგაზრდა ტალანტი მუდმივად სასტარტო თერთმეტეულში ფიგურირებდა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ტრავმა არ მოხდა, ხვალ კურასაოს ნაკრების წინააღმდეგ მუსიალა თამაშს კაი ჰავერცის ზურგსუკან დაიწყებს, ხოლო დენიზ უნდავი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან შეხედავს.