ამერიკულ უინსტონ-სეილემში, სადაც გერმანიის ნაკრების საწვრთნელი ბაზაა განთავსებული, ნამდვილი ანომალიური სიცხეა - ტემპერატურამ 41 გრადუსს მიაღწია.
ფეხბურთელების დასახმარებლად სპონსორმა Adidas-მა გუნდს სპეციალური გამაგრილებელი ჟილეტები მიაწოდა. გარდა ამისა, მოედანზე დამონტაჟდა საგანგებო ვენტილატორები, რომლებიც ცივ ორთქლს აფრქვევენ, ხოლო უსაფრთხოების მიზნით, სამედიცინო პერსონალი მუდმივ რეჟიმში მორიგეობს.
საინტერესოა, რომ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ფეხბურთელებს კონდიცირებულ ოთახებში დიდხანს ყოფნა აუკრძალა და მოუწოდა, თავისუფალი დრო გარეთ გაატარონ, რათა ორგანიზმმა ადგილობრივ კლიმატთან აკლიმატიზაცია უფრო სწრაფად გაიაროს.