გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისთვის შიდა გეგმა და მიზნები ოფიციალურად განსაზღვრა.
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბუნდესნაკრებისთვის მთავარ ორიენტირად მეოთხედფინალი დასახელდა. თუ გერმანიის ნაკრები საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდება, ფედერაცია ამ შედეგს წარმატებულად მიიჩნევს.
თუმცა, თუ იულიან ნაგელსმანის გუნდი 2014 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად შეძლებს დიდ ტურნირზე ნახევარფინალში გასვლას, ეს უკვე გრანდიოზულ და უდიდეს წარმატებად შეფასდება.