“მან უდიდესი საქმე შეასრულა..” - ნაგელსმანმა სანე კრიტიკისგან დაიცვა

“მან უდიდესი საქმე შეასრულა..” - ნაგელსმანმა სანე კრიტიკისგან დაიცვა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ლეროი სანე კრიტიკისგან დაიცვა და მისი თამაში დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, სანეს შეფასებისას პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, თუ რამხელა ენერგიას დებს იგი მატჩში.

ნაგელსმანის თქმით, ფეხბურთელმა უდიდესი სამუშაო შეასრულა, რაც გარდამავალ ფაზებში მის მონდომებაში გამოიხატა. ასევე აღნიშნა, რომ სანე აქტიურად იყო ჩართული როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და მოედანზე უზარმაზარი მანძილი დაფარა, რასაც სტატისტიკაც დაადასტურებს.

მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ფეხბურთელს ერთ ეპიზოდში უბრალოდ არ გაუმართლა, თუმცა მომენტი თავისთავად რთული შესასრულებელი იყო. ნაგელსმანი მიიჩნევს, რომ სანეს თამაში გუნდისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.


გუშინ, 19:16
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2