ნაგელსმანი: “სანე საოცრად იბრძოდა. შეცვლის მიზეზი სხვა იყო!”

ნაგელსმანი: “სანე საოცრად იბრძოდა. შეცვლის მიზეზი სხვა იყო!”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ლეროი სანეს თამაში შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ გალათასარაის შემტევს შეხვედრაში საგოლე მოქმედება არ ჰქონია, სპეციალისტი მისი მოედანზე გაწეული სამუშაოთი და თავდადებით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ნაგელსმანის განცხადებით, სანემ პირველ ტაიმში უდიდესი შრომა გასწია, აგრესიულად ითამაშა და გუნდს ბურთი 6-7-ჯერ დაუბრუნა. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ სივრცეები ძალიან ჩაკეტილი იყო, თუმცა ლეროიმ ზუსტად ის დავალება შეასრულა, რასაც სამწვრთნელო შტაბი მისგან მუდმივად ითხოვს.

სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელის შეცვლა მისი თამაშის ხარისხს არ უკავშირდებოდა. ნაგელსმანის თქმით, როტაცია მხოლოდ იმის გამო განხორციელდა, რომ მოედანზე ჯეიმი ბაინო-გიტენსის სახით ახალი ენერგია, სისწრაფე და დინამიკა შემოეტანათ.


გუშინ, 14:32
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2