გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდის ერთადერთი მიზანი მოედანზე გასვლა და გამარჯვების მოპოვებაა.
სასტარტო შემადგენლობაზე საუბრისას, ნაგელსმანმა მიანიშნა, რომ დიდ ცვლილებებს არ გეგმავს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ძირითად თერთმეტეულში რაიმეს შეცვლის რეალური მიზეზი არ არსებობს, თუმცა ტაქტიკური სიურპრიზებისთვის კარს მაინც ღიას ტოვებს.
„ყველა ჩემს ფიქრს ახლა ნამდვილად არ გაგიმხელთ“, - დაამატა გერმანელმა მწვრთნელმა. მან აღნიშნა, რომ გუნდში დიდი ენთუზიაზმია, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან და სჯერათ, რომ ხვალ გულშემატკივარი მოედანზე ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთს იხილავს.