მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების შემტევმა, ჯამალ მუსიალამ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში კურასაოს წინააღმდეგ გატანილ გოლსა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციებზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ამ ბურთმა მას უდიდესი ემოცია და შვება მოუტანა.
მუსიალამ აღნიშნა, რომ მძიმე ტრავმის მოშუშებისა და მოედანზე დაბრუნების შემდეგ, ის თავს ასეთი ბედნიერი პირველად გრძნობს. გერმანელი ვარსკვლავის აზრით, კურასაოსთან შეხვედრა ლაზარეთის დატოვების შემდეგ მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაამატა, რომ მოედანზე ბევრი ჩანაფიქრი განახორციელა, თავი სრულიად თავისუფლად იგრძნო და თამაშით სიამოვნება მიიღო. მუსიალას განცხადებით, ის ამ პოზიტიურ განწყობას მომავალ შეხვედრებშიც აუცილებლად გაჰყვება.