მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებულ სენსაციურ შედეგებზე, მათ შორის ესპანეთისა და კაბო-ვერდეს ფრეზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, თანამედროვე ფეხბურთში მატჩების მოგება სულ უფრო რთულდება, რადგან პატარა ნაკრებები ტაქტიკურად და სათამაშო კომპონენტებში საგრძნობლად განვითარდნენ.
კიმიხმა აღნიშნა, რომ კურასაოს ნაკრები მათ წინააღმდეგ პირდაპირ ფეხბურთს თამაშობდა და ის მხოლოდ გრძელ პასებს არ ელოდა. მან მაგალითად ჰაიტისა და შოტლანდიის შეხვედრაც მოიყვანა და ხაზი გაუსვა, რომ აუტსაიდერებთან იოლი გასეირნება აღარავის ელის, რის გამოც დიდმა ნაკრებებმა თამაშის ხარისხი კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესონ.
გერმანელი ნახევარმცველის განცხადებით, კურასაოსთან დაფიქსირებული ანგარიში, 7:1, არ ნიშნავს იმას, რომ ეს იოლი გასეირნება იყო. კიმიხმა დაასკვნა, რომ მსგავსი შედეგის მისაღწევად მოედანზე უდიდესი შრომის გაწევაა საჭირო, რადგან დღეს მოგება გარანტირებული არავის აქვს.