იურგენ კლოპმა, ნათანიელ ბრაუნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ სეზონში მისი თამაშის ყურება დიდი სიამოვნება იყო. გერმანელი სპეციალისტი ფეხბურთელის პროგრესით აღფრთოვანებულია.
კლოპმა ფრანკფურტის აინტრახტს ურჩია, რომ ტრანსფერის შემთხვევაში ფეხბურთელში მაღალი ფასი მოითხოვონ. მისი თქმით, ბრაუნი მართლაც კარგი მოთამაშეა, რომელმაც ბოლო წლებში უდიდესი განვითარება განიცადა.
გამოცდილი მწვრთნელისთვის სიურპრიზი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნის ყურადღების ცენტრში მოექცა. შეგახსენებთ, რომ მიუნხენური კლუბი ბრაუნის ტრანსფერის დახურვას უახლოეს დღეებში გეგმავს.