ისმაელ საიბარიმ ბაიერნში ტრანსფერამდე სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. შემოწმება სამშაბათს, ნიუ ჯერსის შტატში, მაროკოს ნაკრების ბაზაზე შედგა. პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების მთავარი ექიმი, დოქტორი იოხენ ჰანე, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება.
როგორც კი ისმაელ საიბარისა და ნათანიელ ბრაუნის ტრანსფერები ოფიციალურად დასრულდება, ბაიერნის ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელების ყიდვას სრულად შეაჩერებს. ბოსების გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შემავალ ტრანსფერებზე წერტილი დაისმება.
ახალი მოთამაშეების დამატების თემა დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ კლუბი არსებული ფეხბურთელების გაყიდვას შეძლებს. შემადგენლობიდან ვინმეს გასხვისება დამატებით ბიუჯეტს გამოათავისუფლებს, რაც ხელმძღვანელობას ბაზარზე დაბრუნების საშუალებას მისცემს.