ალვარესი ტყუილი იყო? - რეალის მთავარი ოცნება კვლავ ოლისეა

ალვარესი ტყუილი იყო? - რეალის მთავარი ოცნება კვლავ ოლისეა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით მადრიდის რეალის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მთავარი სატრანსფერო სამიზნე და ნამდვილი „გალაქტიკო“ მაიკლ ოლისეა. ფრანგი შემტევის სახელი ესპანური გრანდის ხელმძღვანელობის ბოლო შეხვედრებზე აქტიურად განიხილება. მადრიდელებისთვის ოლისე უმთავრეს ოცნებად რჩება, თუმცა მიუნხენის ბაიერნის პოზიცია უცვლელია – კლუბს მისი გაყიდვა საერთოდ არ სურს და ფეხბურთელს ახალ, ასტრონომიულ კონტრაქტს უმზადებს.

არსებული ინფორმაციით, რეალის მხრიდან ხულიან ალვარესით დაინტერესება და შესაძლო წინადადება უბრალო ტყუილი იყო, რათა ნამდვილი სამიზნე დაეფარათ. მადრიდელებმა ჰერბერტ ჰაინერის განცხადებების შემდეგ ოლისეზე ოფიციალური შეთავაზება იმიტომ არ გააკეთეს, რომ კარგად იცოდნენ – 150 მილიონი ევროც კი არ იქნებოდა საკმარისი მიუნხენელების დასაყოლიებლად.

ამჟამად მაიკლ ოლისე სრულად არის ფოკუსირებული საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე. ტურნირის დასრულების შემდეგ სიტუაცია უფრო ნათელი გახდება, თუმცა ბაიერნი საკუთარი ვარსკვლავის შესანარჩუნებლად ბოლომდე ბრძოლას აპირებს და პოზიციების დათმობას არ გეგმავს.


დღეს, 15:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2