“პრეზიდენტების პაქტი”: რაზე მორიგდნენ ბაიერნისა და რეალის ბოსები?

“პრეზიდენტების პაქტი”: რაზე მორიგდნენ ბაიერნისა და რეალის ბოსები?

მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნს შორის არსებული დაძაბულობა მაიკლ ოლისეს ტრანსფერის ირგვლივ საბოლოოდ განიმუხტა. საქმე იმაშია, რომ ივნისის დასაწყისში გავრცელებულმა ცნობებმა, თითქოს ფლორენტინო პერესი ფრანგი შემტევის შეძენას გეგმავდა, გერმანულ ბანაკში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, როცა პერესმა საჯაროდ დააანონსა რომელიმე სუპერვარსკვლავში 150 მილიონი ევროს გადახდა, რასაც ჰერბერტ ჰაინერის მხრიდან საკმაოდ ხისტი საჯარო პასუხი მოჰყვა.

კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ორმა პრეზიდენტმა, რომელთაც ჩემპიონატთა ლიგის მატჩების დროს მადრიდულ რესტორან ზალაკაინში კიდევ უფრო თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, სიტუაცია პირად საუბარში მოაგვარეს. ჰაინერმა და პერესმა ე.წ. „საპრეზიდენტო პაქტი“ გააფორმეს, რომლის მთავარი პრინციპიც მარტივია: არცერთი კლუბი არ შეეცდება მეორესგან ფეხბურთელის წაყვანას ისე, რომ საქმის კურსში თავდაპირველად თავად კლუბი არ ჩააყენოს. ორივე გრანდს სურს, წერტილი დაუსვას მედიის მიერ აგორებულ სატრანსფერო ჭორებსა და ფასების ხელოვნურ ზრდას.

კლუბებს შორის არსებული იდილიური ურთიერთობის საუკეთესო მაგალითია ისიც, რომ 30 ივნისს, რეალის ოფიციალური მიწვევით, ჰერბერტ ჰაინერი სანტიაგო ბერნაბეუზე 1 200 სტუდენტის წინაშე სიტყვით გამოვა. რაც შეეხება თავად ოლისეს, ის რეკორდმაისტერთან 2029 წლამდეა დაკავშირებული, ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი არ დევს - შესაბამისად, სიტუაციას სრულად მიუნხენელები აკონტროლებენ. კულისებში ორმა გრანდმა ამ საკითხზე სრული სიმშვიდე და სიცხადე უკვე მოიპოვა.


გუშინ, 02:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2