მუსიალა: “გარე წნეხი არ მჭირდება, საკუთარ თავს თავად ვაკონტროლებ”

მუსიალა: “გარე წნეხი არ მჭირდება, საკუთარ თავს თავად ვაკონტროლებ”

მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ეროვნული გუნდის ლიდერმა, ჯამალ მუსიალამ, საჯაროდ ისაუბრა იმ მენტალურ ასპექტებზე, რაც მას დიდ ფეხბურთში თანმდევი წნეხისა და გარე კრიტიკის გადატანაში ეხმარება. ახალგაზრდა ვარსკვლავის თქმით, მასზე გარე ფაქტორები გავლენას ვერ ახდენს, რადგან საკუთარი თავის მიმართ ყველაზე მომთხოვნი თავადვეა.

მუსიალამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელის თვითაღქმაზე ყველაზე მეტად შინაგანი ხმა მოქმედებს. მისი აზრით, ის, თუ რას ფიქრობს საკუთარ თავზე, ბევრად უფრო წონადი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი კრიტიკოსისა თუ გულშემატკივრის შეფასება გარედან.

„გარედან წამოსული წნეხი საერთოდ არ მჭირდება, რადგან საკუთარ თავს ისედაც საკმარის მოთხოვნებს ვუყენებ. რასაც მე ვამბობ ჩემს თავზე, უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე სხვების სიტყვებს. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს შენს თვითაღქმაზე. როდესაც შეცდომას ვუშვებ და მერე ამაზე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, ეს საერთოდ არ მეხმარება. ამიტომ, ვცდილობ შევინარჩუნო სიმშვიდე და ყოველთვის ცივი გონებით ვიმოქმედო.” - განაცხადა მუსიალამ.


დღეს, 01:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2