გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ და კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევად გამოვარდნის შემდეგ, სოციალურ ქსელში ემოციური განცხადება გამოაქვეყნა.
40 წლის გოლკიპერმა ტურნირის შედეგს უმძიმესი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილებას არცერთი წამით არ ნანობს.
ნოიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბუნდესნაკრებში თამაში მისთვის ყოველთვის უდიდესი პატივი იყო, ხოლო მიმდინარე მუნდიალზე დაბრუნება ახალგაზრდა ფეხბურთელების მხარდაჭერასა და გუნდის დახმარებას უკავშირდებოდა.
„ჩვენი ნაადრევი გამოვარდნა მსოფლიო ჩემპიონატიდან საოცრად მძიმე რეალობაა. მოლოდინებს ძალიან ჩამოვრჩით და ამ ტურნირზე ბევრად შორს უნდა წავსულიყავით. ეს დასასრული გულს მტკენს. მიუხედავად ამ მწარე მარცხისა, ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილებას არცერთი წამით არ ვნანობ. ჩემი იმედგაცრუების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერზე მეტად მაინც უდიდეს მადლიერებას ვგრძნობ.” - წერს ნოიერი.