გერმანიის ნაკრებში შესაძლოა დიდი სამწვრთნელო ცვლილება მოხდეს. იურგენ კლოპი მზად არის ჩაიბაროს ქვეყნის ეროვნული გუნდი, თუ ფეხბურთის ფედერაცია იულიან ნაგელსმანთან თანამშრომლობის შეწყვეტას გადაწყვეტს.
კლოპის საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთ მთავარ და შეუსრულებელ ამბიციად მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობა რჩება. გერმანელი სპეციალისტი დიდ გამოწვევად მიიჩნევს შანსს, რომ ბუნდესნაკრებს მომავალ, 2030 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე უხელმძღვანელოს.
თუ ფედერაცია ნაგელსმანის შემცვლელზე ფიქრს დაიწყებს, კლოპთან მოლაპარაკებების დაწყება სრულიად რეალური გახდება, რაც გერმანული ფეხბურთისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.