გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ მედიასთან მძიმე კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელმა არანაირი გამართლება არ მოუძებნა გუნდის ჩავარდნას, პირდაპირ აღიარა სრული კრახი და მთელი პასუხისმგებლობა მოთამაშეებს დააკისრა.
"ეს საშინელებაა. ჩვენ კარგად არ გვითამაშია არცერთი მეტოქის წინააღმდეგ. სერიოზულად გაგვიჭირდა სამივე მატჩში ისეთ გუნდებთან, რომლებიც მსოფლიო კლასის არ არიან. ეს ფაქტია. ჩვენ ვიმსახურებდით გამოვარდნას.
ჩვენ აქ იმისთვის ვთამაშობთ, რომ გერმანია ვასახელოთ და ხალხს საამაყო მიზეზი მივცეთ. ბავშვობაში მუდამ ვუყურებდი, როგორ აღწევდა გერმანია ნახევარფინალებსა და ფინალებს. ჩვენ ეს ვერ ვაჩუქეთ იმ ადამიანებს, რომლებიც სახლში გვიყურებდნენ. ვფიქრობ, გერმანიაში ხალხს ამჟამად სჭირდება რაღაც, რითაც იამაყებს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ეროვნული ნაკრები არ არის. ჩვენ, მოედანზე მყოფმა ფეხბურთელებმა, ყველაფერი ჩავაფლავეთ და პასუხისმგებლობასაც ჩვენვე ვიღებთ. ეს არ ყოფილა მწვრთნელის, მედიის, მსაჯის ან მეტოქის ბრალი. ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი იყო".