გერმანიის ეროვნული გუნდის პენალტების სერიაში ნამდვილი დრამა დატრიალდა. მას შემდეგ, რაც მანუელ ნოიერმა მეტოქის დარტყმული მოიგერია და ანგარიში 3:3 გახდა, მეექვსე პენალტისტის პოვნა სერიოზულად გაჭირდა.
როგორც ირკვევა, უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის გამო, რამდენიმე ფეხბურთელმა პასუხისმგებლობის აღებას თავი აარიდა. ლეონ გორეცკამ, ვალდემარ ანტონმა, ნათანიელ ბრაუნმა და მალიკ ჩაუმ ყოყმანი დაიწყეს და გადამწყვეტ მომენტში დარტყმაზე უარი თქვეს.
საბოლოოდ, ინიციატივა ჯონათან ტამ გამოიჩინა. ცენტრალურ მცველს კარიერაში მანამდე არცერთი პენალტი არ ჰქონდა შესრულებული, თუმცა გუნდი მძიმე მომენტში არ მიატოვა, ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა.