კონტრაქტი 2031 წლამდე: ბაიერნმა საიბარის ტრანსფერი ოფიციალურად დახურა!

კონტრაქტი 2031 წლამდე: ბაიერნმა საიბარის ტრანსფერი ოფიციალურად დახურა!

მიუნხენის ბაიერნმა სატრანსფერო ბაზარზე მორიგი გარიგება დახურა. გერმანულმა გრანდმა პსვ-დან ისმაელ საიბარის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 25 წლის მაროკოელმა შემტევმა ნახევარმცველმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2031 წლამდე იქნება.
მიუნხენურ გრანდში გადასვლის შემდეგ, საიბარიმ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბავშვობის ოცნება აისრულა:

„ბავშვობაშიც კი ოცნებობ ასეთ კლუბში თამაშზე - ყველამ იცის, რომ ბაიერნი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია. ისინი ყოველ წელს იბრძვიან ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულებისთვის, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა და მეც მსურს აქ რაც შეიძლება მეტი თასი მოვიგო. ბაიერნის სათამაშო სტილი ჩემსას იდეალურად შეესაბამება. ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა მთავარმა მწვრთნელმა, კომპანიმ, და მასთან მუშაობას მოუთმენლად ველოდები“.


გუშინ, 22:23
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2