გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მზადდება. იულიან ნაგელსმანი თანამდებობიდან გათავისუფლების პირასაა. ამ წუთებში მხარეებს შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს - საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, თუმცა აშკარა ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ნაგელსმანი პოსტს დატოვებს.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის მთავარი და უპირველესი სამიზნე იურგენ კლოპია. გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ნაკრებიდან ნაგელსმანის შესაძლო წავლის მიზეზად მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევად გამოვარდნა სახელდება. ფედერაციას სურს, გუნდში ახალი ეტაპი სწორედ კლოპის გარშემო ააშენოს, რაც გერმანულ ფეხბურთში სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.