ოფიციალური გადადგომა და ახალი მხსნელი - კლოპის პასუხი ცნობილია

ოფიციალური გადადგომა და ახალი მხსნელი - კლოპის პასუხი ცნობილია

იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევად გამოვარდნის შემდეგ, ახალგაზრდა სპეციალისტმა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ ბევრი ვიფიქრე და ფედერაციაში ჩემთვის სანდო ადამიანებთან კონსულტაციები გავიარე. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა. ჩემი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის გუნდის წარმატება იყო. ასეთი მწარე იმედგაცრუების შემდეგ, ნაკრები ახალ და სუფთა დაწყებას იმსახურებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს შტაბს, ფედერაციას და განსაკუთრებით ფეხბურთელებს. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც რთულ პერიოდშიც კი ენერგიას გვაძლევდნენ. ძალიან მტკივა, რომ იმედები გაგიცრუეთ და ამ მუნდიალზე დაუვიწყარი საფეხბურთო საღამოები ვერ გაჩუქეთ. თქვენ ბევრად მეტს იმსახურებდით.” - განაცხადა ნაგელსმანმა.

ნაგელსმანის წასვლის პარალელურად, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ (DFB) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი მწვრთნელის პოსტზე მოლაპარაკებებს იურგენ კლოპთან იწყებს. ფედერაციის განცხადებით, ლივერპულის ყოფილმა დამრიგებელმა ბუნდესნაკრებში მუშაობაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვა.

ეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციაში ერთადერთი საკადრო ცვლილება არ არის. DFB-ის მმართველმა დირექტორმა, ანდრეას რუტიგმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კონტრაქტს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება, აღარ გაახანგრძლივებს. ბუნდესნაკრებში სრული რეორგანიზაციისა და იურგენ კლოპის ახალი ეპოქის დაწყების დრო დადგა.


გუშინ, 14:36
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2