მიუნხენის ბაიერნში მაიკლ ოლისესთან დაკავშირებით სრული სიმშვიდეა. კლუბმა ფეხბურთელისა და მისი აგენტებისგან მკაფიო დასტური მიიღო - ფრანგი შემტევი მიუნხენში რჩება. მოთამაშის გარემოცვას ხელმძღვანელობისთვის გუნდის დატოვების სურვილით არც კი მიუმართავს.
ბოლო დროს გავრცელებული ჭორების მიუხედავად, რეკორდმაისტერი აბსოლუტურად მშვიდად არის. კლუბის პოზიცია ამ საკითხზე ცალსახა და უცვლელია: მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, რაც არ უნდა მოხდეს და რა შემოთავაზებაც არ უნდა შევიდეს, მაიკლ ოლისე არ იყიდება.