მათეუსი ბაიერნის ეს ორი მოთამაშე ჩემთან ყველაზე ახლოსაა

მათეუსი ბაიერნის ეს ორი მოთამაშე ჩემთან ყველაზე ახლოსაა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, დაასახელა მოთამაშეები, რომლებიც მას ჰგვანან.

"დღევანდელ "ბაიერნში" ჩემს სათამაშო სტილთან ყველაზე ახლოს ლეონ გორეცკა და რენატუ სანჩეში არიან", - აღნიშნა 57 წლის გერმანელმა.

ლოთარ მათეუსი მიუნხენური გრანდის ღირსებას 12 წელი (1984-88 და 1992-200) იცავდა და საერთო ჯამში 406 მატჩი ჩაატარა.

მათეუსი ცენტრალური ნახევარმცველი იყო და ე.წ. "ლიბეროს" როლსაც ასრულებდა. ანუ 5 მცველიან ტაქტიკაში იყო შუა ცენტრალური მცველი და დაცვისა და ნახევარდაცვის ზონების დამაკავშირებელი რგოლი.

ლეონ გორეცკა სადებიუტო სეზონში არც ისე ცუდად გამოიყურება და 28 თამაშში 6 გოლი გაიტანა, 3 ასისტი გააკეთა.

რენატუ სანჩეში კი მცირე სათამაშო დროს იღებს და 18 შეხვედრაში მხოლოდ 1 ბურთი გაიტანა, 2 ასისტი გააკეთა.


2-03-2019, 16:01
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2