მიუნხენის ბაიერნი სატრანსფერო ბაზარზე არსებულ სიტუაციას თვალს კვლავ ადევნებს, თუმცა ხელმძღვანელობა ორი ახალი შენაძენით (ისმაელ საიბარით და ნათანიელ ბრაუნით) და ზოგადად, არსებული შემადგენლობით უკიდურესად კმაყოფილია. მაქსიმუმის შემთხვევაში, გუნდმა ზაფხულში შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატოს.
თუმცა, მანამდე კლუბის სამეთვალყურეო საბჭომ მაქს ებერლსა და კრისტოფ ფროინდს მკაფიო დავალება მისცა - გუნდიდან ის მოთამაშეები უნდა გაუშვან, რომლებიც მწვრთნელის გეგმებში არ შედიან. ხელმძღვანელობას სურს, რომ ჟოაუ პალინია, ბრაიან სარაგოსა და საშა ბოე იჯარით კი არ გაანათხოვრონ, არამედ მხოლოდ სრულფასოვანი ტრანსფერით გაყიდონ.
გარდა ამისა, ბაიერნი მზად არის შესაბამისი და მისაღები წინადადებების შემთხვევაში ჰიროკი იტოსა და ალფონსო დეივისის გაყიდვაზეც იფიქროს. რაც შეეხება კიმ მინ-ჯეს, სამხრეთკორეელი მცველი, როგორც ადრეც იწერებოდა, გასხვისებადი ფეხბურთელების სიაში აღარ ფიგურირებს და ის მიუნხენში რჩება.