ტოლისოს დამატება 3 იტალიურ კლუბს სურს

ტოლისოს დამატება 3 იტალიურ კლუბს სურს

მიუნხენური გრანდის ცენტრალური ნახევარმცველი, კორენტენ ტოლისო, იტალიური ტოპ-კლუბების ინტერესის ქვეშ მოექცა.

გუშინ ფრანგულმა გამოცემა "Le10Sport-მა" გაავრცელა, რომ 25 წლის ფრანგი ფეხბურთელით ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ინტერესდებიან და მზად არიან მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მოგვიანებით კი იტალიურ გაზეთ "La Gazzetta dello Sport-ში" დაიწერა, რომ კოკოს მილანის "ინტერიც" აკვირდება. ტოლისოს გადაბირება "ნერაძურის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, სურს.

ბოლო ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა მზად არის ტოლისოს გასაშვებად და სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 35-40 მილიონ ევროს შეადგენს.

კოკო ტოლისო "ბაიერნმა" 2017 წლის ზაფხულში ლიონის "ოლიმპიკიდან" დაახლოებით 37 მილიონ ევროდ შეიძინა. მსოფლიო ჩემპიონმა აწშეჩერებულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა.


21-03-2020, 15:33
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0