რივალდომ კოუტინიოს მომავალზე კომენტარი გააკეთა

რივალდომ კოუტინიოს მომავალზე კომენტარი გააკეთა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა შემტევმა, ლეგენდარულმა რივალდომ, ფილიპე კოუტინიოს მომავალზე ისაუბრა.

"ყველაფერი იქით მიდის, რომ "ბაიერნი" სეზონის ბოლოს ფილიპე კოუტინიოს არ გამოისყიდის და ის "ბარსელონაში" დაბრუნდება.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის ესპანურ ფეხბურთს უფრო მოერგებოდა, ვიდრე გერმანულს, ვინაიდან გერმანულ კულტურაში არის მომენტები და ენის ფაქტორი, რომელთან შეგუებაც ბრაზილიელისთვის რთულია.

სამწუხაროდ, მისთვის ყველაფერი იდეალურად არ წარიმართა და ის "ბარსელონაში" დაბრუნდება", - განაცხადა 47 წლის ბრაზილიელმა.

27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბაიერნმა" გასული წლის ზაფხულში იჯარით დაიმატა და კოუტინიომ 32 თამაშში 9 გოლი გაიტანა, 6 ასისტი გააკეთა.


21-03-2020, 23:43
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2