ალაბა ვოლფსბურგთან მატჩს გამოტოვებს

ალაბა ვოლფსბურგთან მატჩს გამოტოვებს

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრას, შინ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველი, დავიდ ალაბა, გამოტოვებს.

26 წლის ავსტრიელმა მსუბუქი დაზიანების გამო გუნდის გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და "რეკორდმაისტერის" სამწვრთნელო შტაბს "ლივერპულთან" მატჩის წინ გარისკვა არ სურს.

მიუნხენური კლუბი მომდევნო კვირის ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ თამაშს გამართავს.

დავიდ ალაბამ მიმდინარე სეზონში სულ 32 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.

ალაბას არყოფნაში მორიგ შანსს მიიღებს გამოცდილი ბრაზილიელი რაფინია.


9-03-2019, 14:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2