გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ვოლფსბურგს" შეხვდება.
ბაიერნი - ვოლფსბურგი
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, 25-ე ტური
თარიღი: 18:30 საათი, 9 მარტი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: საშა შტეგემანი
გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა
მიუნხენურმა გრანდმა დორტმუნდის "ბორუსიას" ჩავარდნით კარგად ისარგებლა და ლიდერს ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდა. წინა ტურში ნიკო კოვაჩის გუნდმა გასვლაზე უხერხული მეტოქე მიუნხენგლადბახის "ბორუსია" ბრწყინვალე სტილში 5:1 გაანადგურა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მიუნხენელებმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგეს და 54 ქულით სატურნირო ცხრილს "ბორუსიასთან" ერთად ლიდერობენ.

"ვოლფსბურგმა" მეორე წრე სუსტად დაიწყო და პირველი ორი შეხვედრა დათმო - სტუმრად "შალკესთან" (1:2) და შინ ლევერკუზენის "ბაიერთან" (0:3), თუმცა ამის შემდეგ ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო 5 ტურში 11 ქულის დაგროვება მოახერხა. შედეგად, "მგლები" 39 ქულით მე-6 პოზიციას "ბაიერთან" ერთად იყოფენ და ოთხეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.

გუნდების საკადრო მდგომარეობა
მიუნხენური კლუბი დღევანდელ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. "ბაიერნს" არიენ რობენი და დავიდ ალაბა გამოაკლდნენ. აგრეთვე ლაზარეთში არიან კინგსლი კომანი და კორენტენ ტოლისო.
"ვოლფსბურგსაც" რამდენიმე მოთამაშე აკლია: აზუი, კამაჩო, გინჩეკი და იუნგი.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, რაფინია - მარტინესი, ტიაგო - მიულერი, ხამესი, გნაბრი - ლევანდოვსკი.
ვოლფსბურგი: კასტეელსი - უილიამი, კნოხე, ბრუკსი, რუსილინი - გერჰარტი, გილავოგი, არნოლდი - მეჰმედი - შტეფენი, ვეგჰორსტი.
ფაქტები და სტატისტიკა:
