რიბერი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა

რიბერი ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" შინ "ვოლფსბურგი" 6:0 გაანადგურა და თავი ვეტერანმა ფრანგმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმაც, წარმოაჩინა.

35 წლის ფრანგი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა და დარჩენილ დროში სამი საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

ფრანკ რიბერი გახდა პირველი მოთამაშე ბუნდესლიგის ისტორიაში (მას შემდეგ, რაც 2004 წელს სტატისტიკის დათვლა დაიწყო), რომელმაც შეცვლიდან შესვლის შემდეგ სამი ასისტი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ფრანკ რიბერის მიმდინარე სეზონში საგოლე პასები აქამდე არ გაუკეთებია.

ლეგენდარული ფრანგი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2007 წლის ზაფხულიდან იცავს და გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.


9-03-2019, 23:43
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2