ინგლისელი ექსპერტი ჩელსი ტოპკლუბია ბაიერნი კი დაბერებული გუნდი

ინგლისელი ექსპერტი ჩელსი ტოპკლუბია ბაიერნი კი დაბერებული გუნდი

ცნობილმა ინგლისელმა ექსპერტმა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ მერსონმა, ლონდონის "ჩელსის" ახალგაზრდა ტალანტის, კალუმ ჰადსონ-ოდოის მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლა შეაფასა.

18 წლის ინგლისელი სუპერ-ტალანტით გერმანული გრანდი სერიოზულად ინტერესდება და თავად ჰადსონ-ოდოისაც ძალიან უნდა მიუნხენში გადაბარგება.

"მის ადგილზე მიუნხენის "ბაიერნში" ნამდვილად არ გადავიდოდი.

"ჩელსი" ტოპ-კლუბია, რომლის შემადგენლობაშიც მაღალი კლასის მოთამაშეები არიან, ხოლო "ბაიერნი" უკვე დაბერებული გუნდია, რომელიც აღარ არის ისეთი, როგორიც 5-6 წლის წინ იყო", - განაცხადა მერსონმა.

კალუმ ჰადსონ-ოდოიმ მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის რიგებში 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.


11-03-2019, 12:54
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2